16:56 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-16 19:52:16, 1297 ნახვა

სამართალი
ახალციხის სამხედრო ბაზაზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონის თვითმმართველობების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, ახალციხის სამხედრო ბაზაზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონის თვითმმართველობების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებაზე რეგიონში უსაფრთხოების, საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობისა და სამშვიდობო მისიებში მიღებული გამოცდილებების საკითხებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე და ვარშავის სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებზე გამახვილდა. 
მოგვიანებით სტუმრებმა ახალციხის სამხედრო ბაზა დაათვალიერეს და ჯარისკაცებთან ერთად ისადილეს.

კონფერენციაში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 23 წარმომადგენელი მონაწილეობდა. თვითმმართველობების წარმომადგენელები მუნიციპალიტეტებში ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში პასუხისმგებელ პირებად საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 53-ე სხდომის გადაწყვეტილების შესაბამისად დასახელდნენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთანაც გამართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics