01:31 - 05 Nov, 2026
|
2015-02-28 12:29:13, 744 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო უწყება ბორის ნემცოვის მკვლელობის ფაქტს გმობს
საქართველოს საგარეო სამქმეთა სამინისტროს სპიკერი დავით კერესელიძე რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობის ფაქტს გმობს. როგორც კერესელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ახლა მთავარია საქმის დროული და გამჭვირვალე გამოძიება მოხდეს. „ჩვენ ვგმობთ ამ საზარელ ფაქტს. გამოძიება უნდა ჩატარდეს გამჭვირვალედ, სწრაფად, ადეკვატურად და ყველა დამნაშავე წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე. ჩვენ ვუსამძიმრებთ ოჯახის ახლობლებს, მის ოჯახის წევრებს და კიდევ ერთხელ ვგმობთ ამ საზარელ ფაქტს“, - განაცხადა დავით კერესელიძემ. შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი გუშინ, მოსკოვის ცენტრში ჩაცხრილეს. მას ექსვი ტყვია ესროლეს. ოპოზიციონერი ადგილზე გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)