|
2015-02-28 11:28:05, 770 ნახვა
პოლიტიკა
ჯონ კერი: შოკირებული ვარ ბორის ნემცოვის მკვლელობის გამო
"შოკირებული ვარ მოსკოვის ცენტრში რუსეთის ყოფილი ვიცე პრემიერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის გამო", - ასე ეხმაურება აშშ-ის სახლემწიფო მდივანი, კონ კერი, ბორის ნემცოვის მკვლელობას. კერის განცხადებას აშშ-ის სახელწმიფო დეპარატამენტი ავრცელებს. სახელმწიფო მდივნის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ხელისუფლებას სწრაფი მოქმედებისაკენ მოუწოდებს, რათა დროულად ჩატარდეს გამოძიება და პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულებას გადაეცეს. "შემაძრწუნა და დამამწუხრა მოსკოვის ცენტრში, რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერის ბორის ნემცოვის სასტიკი მკვლელობის ამბავმა. ბორის ნემცოვმა თავისი ცხოვრება უფრო დემოკრატიულ, წარმატებულ და ღია რუსეთს მიუძღვნა. აგრეთვე, რუსეთსა და მის მეზობელ და პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო კავშირს. ის თავის ქვეყანას ემსახურა როგორც მთავრობის წევრი, პარლამენტარი, ნიჟნი ნოვგოროდის გუბერნატორი, პოლიტიკური ლიდერი და აქტივისტი. ის ყველა პოსტზე ცდილობდა რუსეთის რეფორმირებას და გახსნას; რუსი ხალხის გაძლიერებას, რომ მათ მეტი ძალაუფლება ჰქონოდათ ქვეყნის ცხოვრებაში. ის ძალიან დააკლდება რუსეთს და მთელ მსოფლიოს. ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ხელისუფლებას სწრაფი მოქმედებისაკენ მოუწოდებს, რათა დროულად ჩატარდეს გამოძიება და პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულ", - აცხადებს კერი.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)