|
2016-06-16 11:37:46, 938 ნახვა
ეკონომიკა
გაზის მიღებისთვის საჭირო დამატებითი გაზსადენის მშენებლობა იწყება
ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალურმა მმართველმა გია ბენაშვილმა ავჭალა-დიდი დიღმის დამაკავშირებელი გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობა დაათვლიერეს. ავჭალა-დიდი დიღმის დამაკავშირებელი გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობის პროექტი 8 300 მეტრის სიგრძის ქსელის მშენებლობას გულისხმობს. პროექტის განხორციელებას შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს და მისი ღირებულება 1 მლნ 700 ათას ლარს შეადგენს. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მაგისტრალური გაზსადენის სისტემაზე შეჭრის და მიერთების წერტილში მოეწყობა სათაო გაზგამანაწილებელი სადგური (გაზის მარეგულირებელი მოწყობილობის, ხარჯმზომი კვანძის და გაზის ოდორიზაციის კვანძის გათვალისწინებით); ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან (ასაშენებელი გამანაწილებელი ქსელის ბოლო წერტილში) მოეწყობა გაზმარეგულირებელი პუნქტები. როგორც სამინისტროში განმარტავენ, გაზის მიღებისთვის საჭირო დამატებითი გაზსადენის მშენებლობის დასრულების შემდეგ ქალაქი გაზის დამატებით რაოდენობას მიიღებს და მომავალი წლების განმავლობაში, გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს თბილისის გაზგამანაწილებელი სისტემის სტაბილურობას.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)