|
2016-06-16 11:15:18, 663 ნახვა
პოლიტიკა
მღებრიშვილი: ევროპაში საქართველოს მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილებაზე არ შეიძლება კრიმინალმა გავლენა იქონიოს
კრიმინალმა არ შეიძლება, საქართველოს მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებაზე ევროპაში გავლენა იქონიოს. ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ბერლინში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საქართველოს გერმანიასთან ასეთი ურთიერთობა, როგორიც ახლა აქვს, არ ჰქონია და დღემდე არ აქვს არც ერთ ქვეყანასთან. „მინდა აღვნიშნო, რომ კრიმინალი იყო, არის და იქნება, მაგრამ მთავარია, ჩვენ რას ვუპირისპირებთ მას. შსს-ს არსებობის ისტორიაში, პირველად წელს მოგვეცა საშუალება, ფედერალური მიწების დონეზე შევხვედროდი ჩემ კოლეგებს, შსს მინისტრებს და ადგილზე გავცნობოდი იმ პრობლემებს, რომელიც არსებობს ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულების თვალსაზრისით. არც ერთ ქვეყანასთან ისეთი თანამშრომლობა, როგორიც გერმანიასთან გვაქვს, არც გვქონია და არც დღეს გვაქვს. კრიმინალმა არ შეიძლება, იქონიოს გავლენა საქართველოს მოქალაქების თავისუფალ გადაადგილებაზე ევროპაში. ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა შესრულდა 100 %-ით და უარის თქმის არანაირი საბაბი არ არსებობს.
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
კალასი: უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია
სენატორმა ბერნი სანდერსმა დემოკრატებს მოუწოდა, შეწყვიტონ აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაფინანსება
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)