|
2016-06-16 10:51:26, 1025 ნახვა
სხვადასხვა
თურქი ბიზნესმენი ომერ სარი, ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელზე დახმარებას რეჯეპ ტაიპ ერდოღანს სთხოვს
ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი საქართველოს ხელისუფლებას სერიოზულ პრობლემას თურქეთის ხელისუფლებასთანაც უქმნის. როგორც გაირკვა, მას თურქი ბიზნესმენი ომერ სარი უჩივის, რომელიც ფოთის პორტის ოპერატორ კომპანიებში - „პრომეტკო ჯორჯიასა“ და „ჯეესკოში“, 5%-5%-იანი წილის მფლობელია. იგი 2008-2009 წლებში ამ კომპანიებიდან ჩხარტიშვილის მიერ გატანილი 3 მილიონი აშშ დოლარის დაბრუნებას ითხოვს. 2013 წელს მან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და მთავარ პროკურატურას სარჩელებით მიმართა, თუმცა იმის გამო, რომ საქმის გამოძიება ჭიანურდება, ომერ სარი აპირებს, დასახმარებლად თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს მიმართოს, რათა ამ უკანასკნელმა ოფიციალურ შეხვედრებსა და ვიზიტებზე საქართველოს ხელისუფლებისგან გამოძიების დაჩქარება მოითხოვოს. ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას გაზეთი „ვერსია“ ავრცელებს, რომელიც დეტალების გასარკვევად თურქი ბიზნესმენის ადვოკატს მამუკა კაკუშაძეს დაუკავშირდა. მისი ინფორმაციით, „ამ საქმესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია 2013 წელს გავმართეთ. ამის შემდეგ, ივანე ჩხარტიშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ იყვნენ, პრობლემა მოლაპარაკებით, სასამართლოს გარეშე მოგვარებულიყო. რამდენიმე შეხვედრა გავმართეთ, ჩხარტიშვილის ადვოკატებმა დავალიანება აღიარეს და გადმოგვცეს დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ ომერ სარის მიმართ დავალიანება აქვთ. თუმცა ამის იქით საქმე არ წასულა. ვფიქრობ, ამას ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ ლონდონში, ივანე ჩხარტიშვილსა და პატარკაციშვილის ოჯახს შორის სასამართლო პროცესი დასრულდა, რომელიც ჩხარტიშვილმა წააგო და, სავარაუდოდ, ბატონმა ვანომ ყოველგვარი ინტერესი დაკარგა, ჩვენთვის 1 ლარი მაინც დაებრუნებინა...“ ადვოკატი აცხადებს, რომ საუბარი იყო 3 მილიონი აშშ დოლარის დავალიანებაზე, რომელიც დღეს 5 მილიონ ლარამდეა ასული. ეს არის არა უშუალოდ ომერ სარის თანხა, რომელსაც „პრომეტკოსა“ და „ჯესკოში“, 5%-5%-იან წილებს ფლობდა, არამედ ამ კომპანიების. მამუკა კაკუშაძის განცხადებით, ისინი ითხოვენ, „რომ ეს დავალიანება დააბრუნონ კომპანიებში, ან ჩვენი კუთვნილი თანხა მოგვცენ. ჩვენ საკუთარი თანხის დასაბრუნებლად ვიბრძვით, თუ ჩხარტიშვილს კომპანიების დავალიანების დაბრუნება არ სურს, ჩვენი კუთვნილი თანხა მაინც გადაგვიხადოს. ამ შემთხვევაში, პირადი ინტერესი გვამოძრავებს.“ რაც შეეხება საქმის სამართლებრივ მხარეს, ადვოკატი აცხადებს, რომ დღეს ეს სარჩელი, სავარაუდოდ, პროკურატურის რომელიმე თაროზეა შემოდებული და რეაგირება არ აქვს: „მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართეთ და ამ საქმით თურქეთის რესპუბლიკის ელჩიც დაინტერესდა, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართვაც კი გაუგზავნა, იქიდან მხოლოდ ასეთი პასუხი მიიღო _ მიმდინარეობს გამოძიება. იმის გამო, რომ პროკურატურაში ძიების პროცესი ჭიანურდება, ომერ სარი აპირებს, თურქეთის პრეზიდენტს მიმართოს, რათა რომელიმე ოფიციალური ვიზიტის დროს, რეჯებ ტაიპ ერდოღანმა მის ქართველ კოლეგებს გამოძიების დაჩქარება მოსთხოვოს“.
წყარო: გაზეთი "ვერსია"
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)