|
2016-06-15 14:41:37, 695 ნახვა
პოლიტიკა
ნორბერტ ლამერტის განცხადებით, გერმანია სავიზო ლიბერალიზაციას და საქართველოში წარმატებულ რეფორმებს მიესალმება
გერმანია დაინტერესებულია საქართველოს სტაბილური განვითარებით და მხარს უჭერს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების კურსს,- ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტმა ნორბერტ ლამერტმა საქართველოსპრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მანვე ხაზი გაუსვაგერმანიასა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობის ხანგრძლივ ისტორიას. მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობების ძირითად საკითხებზე, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის და სამოქალაქო საზოგადოებებს შორის ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე. ხაზი გაესვა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების დროულად მიღების მნიშვნელობას და აღინიშნა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული წარმატებულ რეფორმები. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტის განცხადებით, გერმანია მიესალმება სავიზო ლიბერალიზაციის, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ზოგადად, დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შეფასდა, როგორც დასტური საქართველოს მზაობისა, განამტკიცოს ურთიერთობები გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან. ბუნდესტაგის შენობაში გამართულ შეხვედრას, ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)