|
2016-06-15 13:21:21, 725 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: დემოკრატიული პროგრესი ქართველი ერის ღირებულებებთან სრულ შესაბამისობაშია
„დემოკრატიული პროგრესი ქართველი ერის ღირებულებებთან სრულ შესაბამისობაშია“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინში, საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმზე სასამართლოსა და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, წარსულში, საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არარსებობა ქვეყანაში დემოკრატიულობის დონისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. გიორგი კვირიკაშვილმა მედიის თავისუფლების საკითხზეც ისაუბრა. მისივე თქმით, საქართველომ მედიის თავისუფლების მხრივ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. „ამჟამად, ჩვენ ვკონცეტრირდებით დეპოლიტირებული პოლიციისა და დამოუკიდებელი პროკურატურის შენებაზე, რომლებიც დამნაშავეებს მათი პოლიტიკური აფილირების მიუხედავად დევნიან. ჩვენ ვდგამთ თანმიმდევრულ ნაბიჯეს სასამართლო სისტემის პოლიტიკური, ფინანსური და სხვა ტიპის გავლენებისაგან დასაცავად. ჩვენ უზრუნველვყავით, რომ მოსამართლეები და პროკურორები უვადოდ ინიშნებიან და შიდა რეგულატორულ ზედამხედველობას ექვემდებარებიან“, - განაცხადა პრემიერმა.
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
კალასი: უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია
სენატორმა ბერნი სანდერსმა დემოკრატებს მოუწოდა, შეწყვიტონ აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაფინანსება
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)