|
2016-06-14 17:11:44, 987 ნახვა
სამხედრო
შპს-მ „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“ სხვადასხვა საკვები პროდუქტების შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა
შპს-მ „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“ სხვადასხვა საკვები პროდუქტების შესყიდვის მიზნით 41 (ორმოცდაერთი) ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, რომელიც დაახლოებით 120 (ასოცი) დასახელების სხვადასხვა სახის საკვებ პროდუქტს მოიცავს. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული ტენდერებით საქონლის მიწოდება გათვალისწინებულია ხელშეკრულების დადებიდან (სავარაუდოდ, 2016 წლის 15 ივლისიდან) 2017 წლის 15 იანვრის ჩათვლით, წინადადებების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 27, 28 ივნისი. უწყების ინფორმაციით, კომპანიამ 2016 წლის III, IV კვარტლისთვის საჭირო საკვები პროდუქტების შესყიდვის მიზნით ბაზრის კვლევა ჩაატარა ბაზარზე არსებულ მომწოდებელთა კონცენტრაციის, საქონლის ერთეულის ფასების, ლოგისტიკური შესაძლებლობების და შესასყიდი საქონლის ტექნიკური სპეციფიკაციის უკეთ განსაზღვრის მიზნით. შედგა შესასყიდი საქონლის ტექნიკური სპეციფიკაციები, განისაზღვრა საჭირო რაოდენობები, საქონლის მოწოდების ადგილები და სიხშირე. ამის შემდეგ განისაზღვრა პოტენციურ მომწოდებელთა წრე - დაახლოებით 85 მომწოდებელი, რომელთაც გადაეგზავნათ ბაზრის კვლევის დოკუმენტები. ბაზრის კვლევის ფორმატი იძლეოდა შესაძლებლობას, მომწოდებლებს დაეფიქსირებინათ საკუთარი შენიშვნები საქონლის ტექნიკურ სპეციფიკაციებთან, ლოგისტიკურ შესაძლებლობებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. მომწოდებლებმა 2016 წლის 30 მაისის მდგომარეობით წამოადგინეს საკუთარი წინადადებები და შენიშვნები. სატენდერო კომისიამ მომწოდებელთა შენიშვნები უმრავლეს შემთხვევაში გაიზიარა. საქონლის ერთეულის ფასის გამოანგარიშებისას კომისია დაეყრდნო მიმდინარე ტენდერებში არსებულ ფასებს, ასევე, წინა ანალოგიურ პერიოდში არსებულ ფასებს, ერთმანეთს შეადარა სხვადასხვა მომწოდებლის მიერ გამოგზავნილი ფასი და ანალიზის შედეგად განსაზღვრა შესასყიდი საქონლის ერთეულის ფასები და შესაბამისი ტენდერის საწყისი ღირებულება. სატენდერო პროცედურებთან, დოკუმენტაციასთან, საქონლის მიწოდებასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხის გასაცემად კომპანიამ გამოყო პირი რომელიც უზრუნველყოფს დამატებითი კონსულტაციებს მიცემას დაინტერესებული მხარისათვის. აღნიშნული ტენდერების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და საჯაროობის გაზრდის მიზნით შესაბამისი ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის სიახლეების მოდულში განთავსდება. ცნობისთვის, შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა, საქართველოს შეიარაღებული ძალების კვებით მომსახურებას უზრუნველყოფს.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)