|
2016-06-14 13:46:35, 640 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში შეკრებას შეიძლება თვეში ერთხელ დავესწრო
„ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებას“ გიორგი კვირიკაშვილის ლიდერობით ალტერნატივა არ გააჩნია“, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „ტექნოპარკში“ მიმდინარე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც ევროპული მიმართულებით სიარულს გააგრძელებს. ამასთან, მისივე თქმით, გუნდში უამრავი ადამიანია, ვინც აღნიშნულ კურსს იზიარებს. „ოცნების“ საარჩევნო პროცესებში ჩართვა შეიძლება, გადაჭარბებული იყოს. შტაბში არ დავდივარ. შეიძლება თვეში ერთხელ შეკრებას დავესწრო, თუ ვინმეს რაიმე კითხვა გაუჩნდება. პროცესები მიდის ჩემს გარეშე. რაც შეეხება ჩემი, როგორც მოქალაქის აქტიურობას, ჩემი სურვილია, რომ "ოცნებას" მხარდაჭერა გამოვუცხადო, ვინაიდან ეს არის ერთადერთი პარტია, რომელიც ევროპული მიმართულებით გააგრძელებს სიარულს. მხოლოდ ამ მიზეზით ვუჭერ მხარს. თუ წარმოვიდგენთ თეორიულად, რომ „ოცნება“ შეიცვლის მიმართულებას და ღირებულებებში აღრევა მოხდება, მე მას დავუჭერ მხარს, ვინც ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანს. გუნდში არის უამრავი წარმატებული პიროვნება, ვინც იზიარებს ამ კურსს. ამ მიმართულებით „ოცნებას“ ალტერნატივა არ ჰყავს და მე მოვუწოდებ მოსახლეობას, არ დაემორჩილონ იმ აგიტაციას, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" აკეთებს“, -განაცხადა ივანიშვილმა.
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
კალასი: უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია
სენატორმა ბერნი სანდერსმა დემოკრატებს მოუწოდა, შეწყვიტონ აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაფინანსება
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)