|
2015-02-27 19:50:17, 704 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში წელს რუმინეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის ვიზიტი იგეგმება
2015 წელს საქართველოში რუმინეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის, ვალერიუ სტეფან ზგონეას ვიზიტი იგეგმება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის შეხვედრაზე გახდა ცნობილი. თბილისში ვიზიტამდე, ვალერიუ სტეფან ზგონეა საქართველოს პარლამენტის საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას უმასპინძლებს. მხარეებმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებით განხორციელება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო აფასებს რუმინეთის მხარდაჭერას და მადლობას უხდის მის საკანონმდებლო ორგანოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებისთვის, მისი ხელმოწერიდან რამდენიმე დღეში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)