|
2016-06-13 12:26:41, 927 ნახვა
ეკონომიკა
სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო იქმნება
სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო იქმნება, - განკარგულებას, კომპანია „ვუდმასტერისთვის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, კომპანია ორი წლის ვადაში შექმნის ავეჯის, მერქნისა და მისი ნაწარმის, ასევე ყველა სახის საათებისა და მათი ნაწილების საწარმოს, შექმნას, 1 მილიონ 793 ათასი ლარის ინვესტიციას და 50 ადამიანის დასაქმებას გეგმავს. პრემიერის შეფასებით, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" აქტიურად გრძელდება. „ინტერესი დღესაც მაღალია და ამ პროგრამის შედეგები თანდათან დადგება. დღეს უკვე არაერთი კომპანიაა გახსნილი, რომელმაც პროგრამაში წინა პერიოდში მიიღო მონაწილეობა. მომავალში ყოველდღიურად ვნახავთ ახალ კომპანიებს, რომლებიც იქნებიან როგორც „აწარმოე საქართველოს" მონაწილეები, ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული არაერთი პროგრამის ბენეფიციარები. კომპანიების შექმნის პროცესი გაგრძელდება, რაც სახელმწიფოს მხრიდან, ახალი კომპანიების შექმნის მიმართულებით, განსაკუთრებულ ყურადღებაზე მეტყველებს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)