|
2016-06-11 15:55:06, 635 ნახვა
პოლიტიკა
ვენეციის კომისია პარლამენტს, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის მიღწეულ კონსენსუნსს მიესალმება
საქართველოს იუსტიციის მინისტრი დღეს იტალიაში, ვენეციის კომისიის სხდომაზე სიტყვით წარსდგა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თავის გამოსვლაში თეა წულუკიანმა ყურადღება გაამახვილა საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმის დადებით მხარეებზე და მიმოიხილა პრეზიდენტის ის სამი შენიშვნა, რომელიც ვეტოს დაედო საფუძვლად. იუსტიციის მინისტრმა აცნობა ვენეციის კომისიას, რომ პრეზიდენტის სამივე შენიშვნა გაითვალისწინა პარლამენტმა და ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილება არ მიიღო. მინისტრმა კომისიის წინაშე დააყენა საკითხი, რომ ქვეყნის შიგნით მიღწეული კონსენსუნსის შესახებ ინფორმაცია საბოლოო დასკვნაში ასახულიყო, რაც კომისიის მიერ დაკმაყოფილდა. მან ასევე მოითხოვა დასკვნის ერთი აბზაცის ამოღება (n 64), რადგან ის წინააღმდეგობაში მოდიოდა კანონდებლობასთან, რაც ასევე დაკმაყოფილდა. მინისტრის ამ მოთხოვნებს ასევე დაეთანხმა პრეზიდენტის წარმომადგენელი ლევან ბოძაშვილი. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც სხდომის მუშაობაში ასევე მონაწილეობდა, უკმაყოფილება გამოთქვა, რომ მთავრობამ დაპირების მიუხედავად არ გადაგზავნა კანონპროექტი ვენეციის კომისიაში კანონის მიღებამდე და თან პარლამენტმა შეიმუშავა ისე სწრაფად, რომ ორ დღეში ორი მოსმენა გაიმართა. პასუხად ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიომ აღნიშნა, რომ ეს გარემოებები მისთვის ცნობილი იყო, თუმცა ეს უკვე წარსულია და განაცხადა, რომ ვენეციის კომისია საქართველოს მთავრობას, პარლამენტს და პრეზიდენტს მიღწეულ კონსენსუსს ულოცავს. ვენეციის კომისიის 27 მაისის წინასწარი დასკვნა, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, ერთხმად იქნა დამტკიცებული.
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
კალასი: უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია
სენატორმა ბერნი სანდერსმა დემოკრატებს მოუწოდა, შეწყვიტონ აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაფინანსება
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)