|
2016-06-10 18:45:24, 1220 ნახვა
პოლიტიკა
ქართული სამხედრო შენაერთის საერთაშორისო სწავლებაზე წაუსვლელობის მიზეზებზე პრეზიდენტი ახსნა-განმარტებებს მოითხოვს
ქართული სამხედრო შენაერთის საერთაშორისო სწავლებაზე წაუსვლელობის მიზეზების შესახებ პრეზიდენტი უახლოეს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, დეტალურ ახსნა-განმარტებებს მოითხოვს, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პოლონეთში დაგეგმილი წვრთნები იყო უმნიშვნელოვანესი არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისით. „ჩვენ გვსრუს თქვენი ყურადღება შევაჩეროთ პოლონეთში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებაზე, სადაც მონაწილოება უნდა მიეღო ქართულ ქვედანაყოფს. სწავლება “ანაკონდა 2016“ 6 ივნისს პოლონეთში ჩატარდა. მასში ნატო-ს წევრ სახელმწიფოების სამხედროებთან ერთად, მონაწილეობა უნდა მიეღო საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის III მსუბუქ ქვეით ასეულს, რაც არ მოხერხდა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი წვერთნები, არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც. წვერთნები ჩატარდა ვარშავაში - იქ, სადაც უნდა გაიმრთოს ნატო-ს სამიტი. პრეზიდენტის აზრით, სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო ქართული ასეულის ამ წვრთნებში მონაწილეობა”, - განაცხადა ეკა მიშველაძემ. მისივე თქმით, სამხედრო ძალების უმაღელსი მთავარსარდალი უახლოეს უშიშროების საბჭოს სხდომაზე თავდაცვის მინისტრისგან და გენერალური შტაბის ხელმძღვანელისგან აუცილებლად მოითხოვს დეტალურ ახსნა-განმარტებებს ამ თემაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)