|
2016-06-10 14:04:29, 729 ნახვა
პოლიტიკა
ემილი ჰაბერი: ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის ემილი ჰაბერის განცხადებით, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს. ამის შესახებ ჰაბერმა ლუქსემბურგში ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაა. ჰაბერის თქმით, ევროკავშირში აცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმება. "ვიზალიბერალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის. ჩვენ გავნვიხილავთ საგანგებო მექანიზმის საკითხს იმისთვის, რომ ვიყოთ დარწმუნებულები იმაში, რომ უვიზო რეჟიმით სარგებლობის წესების მასობრივი დარღვევის შემთხვევაში შეგვეძლება ზომების ამოქმედება”, - განაცხადა ემილი ჰაბერმა.
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
კალასი: უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია
სენატორმა ბერნი სანდერსმა დემოკრატებს მოუწოდა, შეწყვიტონ აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაფინანსება
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)