19:39 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-27 16:12:11, 1918 ნახვა

სამხედრო
პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე ქართველი სამხედროების ავღანეთში გადასროლისწინა წვრთნებს დაესწრო

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები ნატო-ს ახალ „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილეობისთვის გადასროლისწინა წვრთნებს გერმანიაში გადიან.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე  ქართული ქვედანაყოფების სწავლებების მიმდინარე შედეგების და პროცესების გასაცნობად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ ჰოჰენფელსში აშშ-ს გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში (JMRC) და ბად-ზალცუნგენში მდებარე გერმანიის ფედერალური თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ბაზები მოინახულა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი გადასროლისწინა მომზადებას  ჰოჰენფელსის მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში გადის. III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის სწრაფი რეაგირების ასეული (QRF) ავღანეთის სამშვიდობო მისიისთვის ბად-ზალცუნგენის სამხედრო ბაზაზე ემზადება. 

გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ამერიკელი და გერმანელი სამხედროების მიერ ქართველი ჯარისკაცების მომზადების პროცესს დეტალურად გაეცნო. ქართველი სამხედროების მომზადების დონე და მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად დადებითად შეაფასეს როგორც გერმანელმა, ასევე ამერიკელმა საზღვაო ქვეითების მრჩეველთა ჯგუფებმა.

სამხედრო ბაზებზე სასწავლო ვითარება ავღანეთში არსებულ გარემოსთან მაქსიმალურადაა მიახლოებული. შექმნილია იმიტირებული ქალაქი, სადაც ქართველი სამხედროები ავღანეთის ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის დამყარებას და ქვეყანში ყოფნისას  საჭირო სხვა უნარ-ჩვევებს სწავლობენ; ეგუებიან იმ გარემოს, სადაც სამშვიდობო მისიის შესრულება მოუწევთ.

საწვრთნელ ბაზებზე გერმანელი და ამერიკელი ინსტრუქტორები ქართველ სამხედროებს ამბოხებულთა საწინააღმდეგო (COIN) ოპერაციების წარმოებას, საბრძოლო ველის მომზადებას, გაწმენდას, შენარჩუნებასა და უსაფრთხოების დაცვას ასწავლიან.

მომზადების დასრულების შემდეგ, ქართველი სამხედროები ავღანეთში  გაემგზავრებიან. ქვედანაყოფები   სამოქმედო არეალში სრული სპექტრის ოპერაციებს შეასრულებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics