|
2016-06-10 10:47:31, 1133 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილი სპეცოპერაციის დროს დაჭრილ პოლიციელს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ნუგზარ ქუთათელაძეს და ამავე დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უფროსს - რევაზ ქობულიას შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, მინისტრი წყალტუბოს პოლიციის უფროსის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა და ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები მისგან პირადად მოისმინა. შეხვედრის დასასრულს, გიორგი მღებრიშვილმა კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაში სამართალდამცველებს სრული მხარადაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა ცნობისთვის, რევაზ ქობულია ამა წლის 8 ივნისს ბრალდებულის დასაკავებლად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების დროს დაიჭრა. ბრალდებულმა ცეცხლი სამართლდამცველების მისამართით გახსნა. რევაზ ქობულიამ თავდამსხმელის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ზედა კიდურის არეში მსუბუქი დაზიანება მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)