11:32 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-10 09:06:05, 661 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: ვიზალიბერალიზაციას ქართველი კრიმინალების საკითხი არ უკავშირდება

„ვიზალიბერალიზაციის საკითხი ქართველ კრიმინალებს არ უკავშირდება“,-ამის შესახებ  პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გერმანიაში ჟურნალისტებს ვიზალიბერალიზაციის საკითხთან  დაკავშირებით განუცხადა.

უსუფაშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის საკითხი მალე გადაწყდება.

„ჩვენი შეხვედრები პარლამენტის წევრებთან, სხვა მნიშვნელოვან, გავლენიან, ინფორმირებულ პირებთან კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ გვაქვს საქმე პროცესის გაჭიანურებასთან და არა რამე უფრო ცუდ, სხვა მოვლენასთან. ძალიან გაპიარებული თემაა ქართველი კრიმინალების შესახებ, ეს არის სრულიად ცალკე, იზოლირებულად განსახილველი თემა და ეს საკითხი არ და ვერ იქნება გადაბმული ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებასთან. ძალიან მალე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩამოვა გერმანიაში, იქნება სხვა კონტაქტები და ალბათ უფრო კონკრეტული თარიღები, თუ გადაწყვეტილების ფორმატი შემდეგ გახდება ცნობილი“, -  განაცხადა უსუფაშვილმა.

ამასთან, უსუფაშვილის თქმით, ის გერმანიიდსან საქართველოში გაცილებით უფრო დარწმუნებული  და იმედიანი, ბრუნდება, რომ პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
კალასი: უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია
სენატორმა ბერნი სანდერსმა დემოკრატებს მოუწოდა, შეწყვიტონ აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაფინანსება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics