14:43 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-09 19:02:49, 941 ნახვა

სამართალი
შსს-მ პაატა ბურჭულაძეს ოფისში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარტია „პაატა ბურჭულაძე -სახელმწიფო ხალხისათვის“ ოფისში მომხდარი ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, - ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული.
"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მეხუთე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლაშა ა. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული, რომელიც პარტია „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის“ სააგიტაციო სამუშაოებს ასრულებდა, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, პარტიის კუთვნილ ლეპტოპს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცავებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე დააკავეს. პოლიციამ მოპარული კომპიუტერი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია კობახიძისგან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე განმარტებას ითხოვს
GCCA: ფუდ გალერი ჯორჯიას მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დავუდგინეთ
ოზურგეთის მერი გადადგა
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics