|
2016-06-09 15:18:12, 640 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის მერია პენსიონერებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
თბილისის მერია დედაქალაქში მცხოვრები პენსიონერებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსიმა გელა ჩივიაშვილმა განაცხადა, გასული კვირის ბოლოდან ფინანსური დახმარების გაწევის თხოვნით, თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრები პენსიონერებისგან ასეულობით განცხადება შედის, მაშინ როდესაც, მისივე თქმით, წინა თვეებში მატერიალური დახმარების თხოვნით დღეში 60-70 განცხადება ფიქსირდებოდა, ბოლო სამი დღის განმავლობაში, ეს რიცხვი დღეში 200-ს აჭარბებს. „თბილისის მერიის მიერ 7 ივნისს გავრცელებული განცხადების მიუხედავად, იმის თაობაზე, რომ მერია პენსიონერებისთვის ერთჯერად მატერიალურ დახმარებას არ გასცემდა, ბოლო სამ დღეში, ამ კატეგორიის მოსახლეობისგან 500-ზე მეტი განცხადება შემოვიდა. თბილისის მერია აღნიშნულ ფაქტს დეზინფორმაციას და მიზანმიმართულ კამპანიას უწოდებს და მოსახლეობას სთხოვს, არ აჰყვეს ცრუ ინფორმაციას“, - განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)