|
2016-06-09 15:08:10, 605 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილის განცხადებით, საქართველომ ვიზალიბერალიზაცია შესაძლოა, სექტემბერში მიიღოს
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესის გაჭიანურებას უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა დაუმსახურებლად მოექცა იმ ბევრი პრობლემის ცენტრში, რაც ბოლო პერიოდში ევროპას გადახდა. მისივე თქმით, საქართველომ ყველა დავალება შეასრულა და ვიზალიბერალიზაციას თუ უახლოეს მომავალში არა, სექტემბერში მაინც მიიღებს. "ამდენი დევნილი, ამდენი პრობლემები, იგივე განცხადებები, თურქეთსაც უნდა ვიზალიბერალიზაცია, კოსოვოს. საქართველომ, რომელმაც, ჩემი აზრით, გამორჩეულად, განუხრელად შეასრულა ყველა პუნქტი, იმისთვის, რომ მიიღოს ვიზალიბერალიზაცია. აქაც უნდა მოვითმინოთ, ვერ მივიღებთ მას ვთქვათ უახლოეს პერიოდში, მივიღებთ სექტემბერში, თუმცა, მოლოდინი უნდა დაგვრჩეს და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, იმისთვის, რომ იქნებ მოხერხდეს და უახლოეს პერიოდში მივიღოთ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
კალასი: უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია
სენატორმა ბერნი სანდერსმა დემოკრატებს მოუწოდა, შეწყვიტონ აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაფინანსება
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)