|
2016-06-09 12:38:28, 987 ნახვა
ეკონომიკა
ირმა ქავთარაძემ შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძემ ბათუმში “ნარჩენების მდგრადი მართვა მწვანე ეკონომიკისათვის საქართველოში, შესაძლებლობები და გამოწვევები ბიზნეს-გამწვანებისთვის - არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვა” მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება ,,გარემო ევროპისათვის“ მინისტრთა მე-8 კონფერენციის პარალელურად გაიმართა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძემ ბათუმში “ნარჩენების მდგრადი მართვა მწვანე ეკონომიკისათვის საქართველოში, შესაძლებლობები და გამოწვევები ბიზნეს-გამწვანებისთვის - არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვა” მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება ,,გარემო ევროპისათვის“ მინისტრთა მე-8 კონფერენციის პარალელურად გაიმართა. როგორც "ექსპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, კონფერენციის მიზანი იყო გაეცნოთ დამსწრე საზოგადოებისთვის მწვანე ეკონომიკის კუთხით საქართველოში არსებული გამოწვევები და სახელმწიფოსა და არამთავრობო ორგანიზაციების ხედვა. შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა სამთავრობო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული სტუმრები. მათივე ცნობით, შეხვედრა საქართველოს მწვანეთა მოძარობა-დედამიწის მეგობრები საქართველოს თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ გახსნა. რის შემდეგაც შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძემ მიმართა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ GIZ-თან თანამშრომლობის ფარგლებში სამინისტრომ მწვანე ეკონომიკის პოლიტიკის დოკუმენტის პროექტი შეიმუშვა. კონფერენციაზე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოწვეული სტუმრების მიერ წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები, საკუთარ ქვეყნებში მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობის მიზნით გადადგმული ნაბიჯების შესახებ, შესაძლებლობსა და მომავალ პერსპექტივებზე. შეხვედრა შვედეთის გარემოს დაცვის დღეების ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრები საქართველო”-ს, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი “ორქისი”, “ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვის” მიერ იყო ორგანიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)