|
2016-06-08 21:16:53, 580 ნახვა
პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი: საქართველო არსებითად ხელს უწყობს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას
საქართველო არსებითად ხელს უწყობს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, საქართველო ნატო-სთვის დასაფასებელი პარტნიორია. „ქართველი ჯარისკაცები მხარ და მხარ დგანან ნატოსთან ერთად წლების განმავლობაში. გამორჩეულ როლს ასრულებენ ჩვენ ოპერაციებში. ამჟამად, საქართველო არის მესამე უდიდესი კონტრიბუტორი ავღანეთში, მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. ამისთვის გიხდით უდიდეს მადლობას და ასევე ქართველ ხალხს ვუხდი მადლობას, საქართველოს მიერ ნატო-ს ოპერაციებში და მისიებში შეტანილი მტკიცე წვლილისთვის“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, საქართველომ შთამბეჭდავი რეფორმები განახორციელა და ნატო-ს კიდევ უფრო დაუახლოვდა. „საქართველომ განახორციელა შთამბეჭდავი თავდაცვითი რეფორმები და თქვენ დაამყარეთ უფრო მწიფე დემოკრატია. ამდენად, საქართველო უფრო დაუახლოვდა ნატო-ს და ჩვენ მზად ვართ, ამაში დაგეხმაროთ. ბოლო ორი წლის მანძილზე, ჩვენ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი წარვადგინეთ, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. განხორციელებაც კარგად მიმდინარეობს. გასულ წელს თბილისში ვიზიტის დროს, ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებამ. დაახლოებით ნატო-ს 30 ექსპერტი იმყოფება საქართველოში, რომლებიც თქვენ ქვეყანაში, თავდაცვის სფეროში, მიმდინარე რეფორმების განხორციელებაში გეხმარებიან და ამით მეტი წვლილი შემოაქვთ. ამდენად, ნატო ერთგული რჩება დაგეხმაროთ, რათა გააძლიეროთ უსაფრთხოება და განახორციელოთ რეფორმები“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. ამასთან, ალიანსის გენერალურის მდივნის განცხადებით, კარგია, როდესაც ქართველი ჯარისკაცები, ნატო-ს ჯარისკაცები და პარტნიორი ქვეყნების ჯარისკაცები ერთად გადიან წვრთნებს საქართველოში. „ჩვენი ერთობლივი გადამზადების და შეფასების ცენტრი თბილისში კარგად მუშაობს. ასევე დაიწყო ერთობლივი წვრთნები და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია, როდესაც ქართველი ჯარისკაცები, ნატო-ს ჯარისკაცები და პარტნიორი ქვეყნების ჯარისკაცები ერთად გადიან წვრთნებს საქართველოში. ეს კარგია ჩვენთვის და კარგია ასევე საქართველოსთვის. ეს არის საქართველოს მიმართ და ჩვენი პარტნიორობის მიმართ ნატო-ში გამოხატული ძლიერი მხარდაჭერა. მომდევნო თვეში, ვარშავის სამიტზე ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ მხარდაჭერის პაკეტს საქართველოს მიმართ. რაც ნათელი დადასტურება იქნება ჩვენი ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისა საქართველოს მიმართ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)