|
2016-06-08 17:32:58, 1944 ნახვა
ეკონომიკა
"ბროტმაისტერმა" თბილისში პირველი პურ-ფუნთუშეულის კაფეტერია გახსნა
საკონდიტრო პროდუქციის მწარმოებელმა კომპანია „ბროტმაისტერმა“ თბილისში პირველი პურ-ფუნთუშეულის მაღაზია და თანამედროვე ავსტრიული საცხობი-კაფეტერია გახსნა. პირველი ფილიალი თაქთაქიშვილის ქ. 7/9-ში მდებარეობს, სადაც მომხმარებელს პურთან ერთად ავსტრიული კერძების დაგემოვნებაც შეეძლება. „ეს იქნება კაფე, რომლის უმთავრესი დანიშნულებაა საშუალება მისცეს მომხმარებლებს გასინჯონ „ბროტმაისტერის“ პროდუქცია საუზმეზე და ლანჩზე, რათა მათ მომავალში გაუადვილდეთ საყვარელი პროდუქტის შერჩევა სახლთან ახლოს მდებარე მაღაზიაში“, - აცხადებენ „ბროტმაისტერში. როგორც საწარმოს გენერალურმა მენეჯერმა დავით შანიძემ აღნიშნა, ავსტრიელი პარტნიორების დახმარებით, მუდმივად იზრუნებენ, რომ მომხმარებელისთვის ნამდვილი პური შექმნან. „ჩვენი ამოსავალი წერტილი ჯანსაღი, ნამდვილი პურია და ჩვენი ავსტრიელი პარტნიორების დახმარებით მუდმივად ვიზრუნებთ, რომ მომხმარებლებისთვის ჯანსაღი და გემრიელი ნამდვილი პური შევქმნათ“, - განაცხადა დავით შანიძემ. უახლესი ევროპული საცხობი დანადგარებით აღჭურვილი საწარმო სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით გაიხსნა. შპს „ბროტმაისტერი“, ავსტრიელ პარტნიორებთან ერთად, ავსტრიული პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო პროდუქციის წარმოებაზე ორიენტირებული კომპანიაა. პირველი მაღაზიის გახსნას მალევე მოყვება სპეციალიზირებული პურ-ფუნთუშეულის მაღაზიათა ქსელი თბილისის სხვადასხვა უბანში. ქსელის შესაქმნელად დაგეგმილია 7-8 ფილიალის გახსნა წლის ბოლომდე. ეს იქნება მაღაზიათა ერთადერთი ქსელი, რომელიც იზრუნებს ნამდვილი პურის კულტურის დამკვიდრებაზე. აღსანიშნია, რომ ბრენდი „ბროტმაისტერი“ მთლიანად ქართულია, მაგრამ დაფუძნებულია ავსტრიული ცხობის ტექნოლოგიასა და მასალებზე. ბრენდინგის სრულყოფილი პროცესის დაფინანსება ნაწილობრივ უზრუნველყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების პროგრამა (ბას) საქართველომ, ხოლო ბრენდინგის პროექტი სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE - მა განახორციელა.
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)