|
2016-06-08 16:23:28, 558 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტუსკს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა ევროპული საბჭოს სათაო ოფისში გაიმართა, რომელსაც პრეზიდენტი ქართულ დელეგაციასთან ერთად ეწვია. მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების საკითხს. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული პროცესი მალე და წარმატებით დასრულდება. შეხვედრისას საუბარი ევროკავშირის წინაშე არსებულ მიმდინარე სირთულეებსაც შეეხო. მხარეებმა მსოფლიოს მასშტაბით უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებისა და შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს, როგორც ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნის როლი მსოფლიო უსაფრთხოების დაცვის სფეროში, და ჩვენი კონტიგენტების მონაწილეობა სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში. საქართველოსა და ევროკავშირის პრეზიდენტებმა ჩვენს რეგიონში არსებული სიტუაცია შეაფასეს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს. განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა, ბოლო დროს მომხდარი შემაძრწუნებელი ფაქტი, რომელიც საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას უკავშირდება. მხარეებმა საქართველოს დემოკრატიული რეფორმების პროცესა და მომავალ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ სამართლიანი, გამჭვირვალე და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით არჩევნების ჩატარება ჩვენი ქვეყნისთვის ერთერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს. საქართველოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკთან სტრასბურგში გამართულ შეხვედრებზეც ისაუბრა. შეხვედრის დასასრულს ქვეყნის პირველმა პირმა დონალდ ტუსკს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მისი პირადი ჩართულობისა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის გაძლიერებაში პირადად შეტანილი წვლილისათვის. შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოში და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელი ნატალია საბანაძე ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)