|
2016-06-07 14:14:25, 745 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი კვესიტაძეს: თქვენგან განსხვავებით, არ მყოფნის თავხედობა, სასამართლოს მივანიშნო, როდის რა უნდა დაამთავროს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი "რუსთავი2"-ის პროცესების სამართლებრივი შეფასებისგან თავს იკავებს. თუმცა, ივანიშვილმა ეკა კვესიტაძის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ "რსუთავი2"-ის გენერალური დირექტორი ძალიან უზრდელობს და სასამართლო სხდომას სწორედ ამიტომ ატოვებინებენ: "საუბედუროდ, ვერ მოხერხდა იმ ფორმით შეხვედრა "რუსთავი2"-თან, რა ფორმითაც მე შემოგთავზეთ. მადლობელი ვარ, რომ დამპატიჟეთ გადაცემაში (ეკა კვესტიძის გადაცემაში), არ გამოვრიცხავ, რომ შევძლოთ კიდეც შეხვედრა. შეუძლებელია ტელევიზიებში სასამართლო პროცესების გარჩევა დავიწყოთ. ეს სპეციალობას მოითხოვს. აშშ-ს ელჩის პოზიცია მინდა გავიზიარო. თქვენი დორექტორი ხშირად უხეშ სიტყვებს იყენებს და ძალიან უზდელობს, ამიტომაც გამოაძევეს სასამართლოდან, არ მინდოდა, ეს გამეხსენებინა. არ ვაპირებ სასამართლო ქმედების შეფასებას. იშვიათად ვაკვირდები. უფრო მეტს ვკითხულობ, ვიდრე ვუყურებ, იშვიათად ვუყურებ ტელევიზიას. კარგად გვახსოვს სასამართლო როგორი იარაღი იყო ხელისუფლების ხელში. ჩემი წერილის შემდეგ ირმა ნადირაშვილის რეპლიკა მომეწონა, რომელ თავისუფალ მედიაზეა საუბარი, აგერ ონლაინში ვუყურებ "რუსთავი2"-ის სასამართლოსო. შედარება ვნახოთ, როგორია, ონლაინში უყურებს და თვითონ "რუსთავი2" აშუქებს მას და გაიხსენეთ "იმედში" რა ხდებოდა, სად იყვნენ ჟურნალისტები, იატაკზე როგორ დღეში იყვნენ. ასეთ მარგალიტებს აფრქვევს ახლა ირმა ნადირაშვილი. ჩემი დამოკიდებულება პირადად ისაა, რომ შეეგუეთ, თქვენც უნდა მიეჩვიოთ, ქალბატონო ეკა, თქვენი მეუღლეც, თქვენ რომ ყველაფერის უფლება გქონდათ თავის დროზე და ყველაფერს კადრულობდით(პერსონალურად არ მიიღოთ), თქვენი გუნდი, გაიხსენეთ კარგად ის "იმედი", რაც იყო თქვენს დროს, კანონი ყველაზე მოქმედებს, მათ შორის თქვენზეც. ვერაფრით ეგუებით, სადაც სამართალი მოგაკითხავთ, იქ სამართალი აღარ არსებობს. ვერავინ მოიტანს საბუთს, რომ დღევანდელი ხელისუფლება სასამართლოს აკონტროლებს და ამის მცდელობა გააჩნია. სასამართლოს მივეცით თვითგანვითარების საშუალება. 9 წლის განმავლობაში სასამართლო სათამაშოდ გქნოდათ გადაქცეული. გვარამია მთავარი პროკურორის მოადგილე გახლდათ, როცა "იმედის" ჟურნალისტები იატაკზე გართხმულები იყვნენ და ტელევიზია წაიღეს. სააკაშვილის ტელევიზიას დღეს გვარამია იცავს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ეკა კვესიტაძის კითხვაზე, "რუსთავი2"-ის პროცესი არჩევნებამდე, თუ არჩევნების შემდეგ უნდა დამთავრდეს, ივანიშვილმა ასე უპასუხა: "ვერ მივანიშნებ სასამართლოს, როგორ უნდა დამთავრდეს პროცესი, თქვენგან განსხვავებით არ მყოფნის სითავხედე სასამართლოს მივანიშნო, როდის რა უნდა დაამთავროს. ქვეყნისთვის, პოლიტიკური პროცესისთვის, ახლა მენეჯმენტის შეცვლა ტელევიზიაში მიუღებელია და არასასურველია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
კალასი: უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია
სენატორმა ბერნი სანდერსმა დემოკრატებს მოუწოდა, შეწყვიტონ აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაფინანსება
ტრამპმა უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამოაცხადა და ევროპის მონაწილეობით მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა დაანონსა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)