|
2016-06-07 09:37:41, 562 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე აშშ-ში გაემგზავრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიზიტით შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. საგარეო უწყების ინფორმაციით, 7-10 ივნისს მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს გამართავს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და კონგრესის ორივე პალატის წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, რომელიც ნატო-ს გაფართოებისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების თემას მიეძღვნება. 8 ივნისს, საგარეო საქმეთა მინისტრი უმასპინძლებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო მიღებას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური წრეების, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, კვლევითი ცენტრების, კერძო სექტორის, ასევე ვაშინგტონში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
კალასი: უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია
სენატორმა ბერნი სანდერსმა დემოკრატებს მოუწოდა, შეწყვიტონ აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაფინანსება
ტრამპმა უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამოაცხადა და ევროპის მონაწილეობით მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა დაანონსა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)