|
2015-02-27 10:04:55, 763 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია. ირაკლი ღარიბაშვილი ჟან-კლოდ იუნკერს ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმები, ვიზის ლიბერალიზაციის მიმართულებით რიგის სამიტთან დაკავშირებული მოლოდინები და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ევროკომისიის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი შეუქცევადია და ასოცირების ხელშეკრულება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში საბოლოო მიზანი არ არის. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებზე და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ შეთანხმებების გაფორმება კიდევ ერთხელ დაგმეს. საუბარი შეეხო უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და რეგიონულ უსაფრთხოებას. პრემიერმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ რუსეთის მსგავსი ქმედებები ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მდგომარეობას ამძიმებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)