|
2016-06-06 15:13:38, 1026 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო სამსახური: შპს iphone+ და შპს Apple city ექსპლუატაციაში მყოფ ტელეფონებს ყიდდნენ
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შპს iphone+ და შპს Apple city-ში შევიდა. როგორც "ექსპრესნიუსს" საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, ამის მიზეზი მომხმარებელთათვის ექსპლუატაციაში მყოფი ტელეფონების მიყიდვა გახდა. „შპს iphone+ და შპს Apple city მიმართ დაწყებულია გამოძიება. განხორციელდა საკონტროლო შესყიდვები და შემდეგ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, აღნიშნული ტელეფონები ექსპლუატაციაში იყო ნამყოფი ანუ არ იყო ქარხნულად ახალი. რეალურად, მაღაზიაში აწვდნინენ როგორც ახალ ტელეფონებს, რითაც მომხმარებლები სერიოზულად ზარალდებოდნენ. ჩვენ გავაგრძელებთ გამოძიებას და ქსელიდან ამოვიღებთ იმ ტელეფონებს, რომლებზეც არის ეჭვი, რომ მეორადია"- განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)