|
2016-06-06 14:10:08, 906 ნახვა
პოლიტიკა
„სახელმწიფო ხალხისთვის“ ყველაზე მსხვილი შემომწირველები პაატა ბურჭულაძე და მისი შვილები - შუქრი და ალექსანდრე არიან
პაატა ბურჭულაძემ საკუთარ პარტიას „სახელმწიფო ხალხისთვის“ 60 000 ლარი შესწირა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული. ინფორმაცია მაისის თვეს მოიცავს. ამას გარდა, როგორც მონაცემებით ირკვევა, პარტიას 60-60 ათასი ლარი შესწირეს პაატა ბურჭულაძის შვილებმა შუქრი და ალექსანდრე ბურჭულაძეებმა. პარტიების შემოწირულობების მონაცემები კი, რომელიც 2016 წლის 1 მაისიდან 31 მაისის მონაცემებს მოიცავს ასე გამოიყურება: „მ.პ.გ. "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" 1 370 745,00 "პლატფორმა ახალი პოლიტიკური მოძრაობა-სახელმწიფო ხალხისთვის" 266 407,72 საქართველოს პატრიოტთა ალიანსი 113 064,50 პლატფორმა ახალი პოლიტიკური ცენტრისთვის 81 295,53 მ.პ.გ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 54 049,32 მ.პ.გ. "თავისუფალი დემოკრატები" 28 000,00 ა.ა.ი.პ "გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის" 26 732,00 მ.პ.გ. "ჩვენი სამშობლო" 11 000,00 მ.პ.გ. "საქართველოს მშვიდობისათვის" 2 360,00 პოლიტიკური გაერთიანება "თავისუფალი საქართველო" 2 065,00 საქართველოს რესპუბლიკური პარტია 1 060,00 პოლიტიკური გაერთიანება "მემარცხენე ალიანსი" 1 000,00 საქართველოს კონსერვატიული პარტია 120,00“, - ნათქვამია მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციაში. ჯამში პარტიებმა 1 957 899,07 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)