|
2016-06-03 15:29:15, 919 ნახვა
ეკონომიკა
ჩინეთის მთავრობის ხელშეწყობით ჯანმრთელობის რეფორმის მხარდაჭერა გრძელდება
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო სავაჭრო წარმომადგენელმა, კომერციის მინისტრის მოადგილემ, ჭუნგ შანმა, „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ფინანსთა სამინისტროს ინფრომაციით, შეთანხმება საქართველოსთვის უსასყიდლო დახმარებას 60 მილიონი იუანის (დაახლოებით 9.1 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობით ითვალისწინებს. აღნიშნული თანხა, ისევე როგორც 2014 წლის 18 დეკემბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული „ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ" ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოსათვის გათვალისწინებული 30 მილიონი იუანის (დაახლოებით 4.8 მლნ აშშ დოლარი) ოდენობის ფინანსური მხარდაჭერა (გრანტის სახით), საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის იქნება მიმართული. პროექტის ფარგლებში საქართველოს ორ რეგიონში სამედიცინო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა გათვალისიწნებული, სადაც ამბულატორიული და სტაციონარული სერვისები, კრიზისული ინტერვენციის ცენტრი და ფსიქო-რეაბილიტაციის განყოფილება, როგორც ბავშვებისთვის, ასევე - მოზრდილებისთვის იქნება თავმოყრილი. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში გარდა 2014 წლის 18 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გამოყოფილი უსასყიდლო დახმარებისა, 2005 წლიდან დღემდე, უსასყიდლო დახმარების სახით 281 მილიონი იუანი (დაახლოებით 43 მილიონი აშშ დოლარი) და 30 მილიონი იუანის (შეთანხმების ხელმოწერისთვის დაახლოებით 4.3 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის სასაქონლო კრედიტი უკვე გამოყოფილია. ამ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და ამჟამად, საქართველოს სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი დარგების (ირიგაცია და სასათბურე მეურნეობა) და შემოსავლების სამსახურის ტექნიკითა და მოწყობილობებით აღჭურვა მიმდინარეობს.
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)