|
2016-06-02 11:51:10, 459 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ გვყავს თანამედროვე სახელმწიფოს შესაფერისი პოლიცია
„დღეს ჩვენ გვყავს თანამედროვე სახელმწიფოს შესაფერისი პოლიცია, რომელსაც ენდობა და რომლის იმედიც აქვს საზოგადოებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოლიციელის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა ის პოლიციელებიც გაიხსენა, რომლებიც პროფესიული მოვალეობის შესრულებას შეეწირნენ. „ძალიან დიდია ის პასუხისმგებლობა, რომელსაც პოლიციელის პროფესია გაკისრებთ თითოეულ თქვენთაგანს. დღეს, ალბათ ყოველი თქვენთაგანი უფიქრდება საკუთარ პროფესიულ არჩევანს და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს სამსახურში, ჩვენი ხალხის სამსახურში დგახართ. თქვენს ხელშია საზოგადოებრივი წესრიგი, თქვენს პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული ჩვენი მოქალაქეების სიმშვიდე და უსაფრთხოება. ჩვენ ვიცით და ვაფასებთ, რომ წესრგის, სიმშვიდეს, ჩვენს უსაფრთხოებას ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავთ. დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას ერთგულებისთვის, სიმამაცისთვის, ქვეყნის წინაშე თავდადებისთვის. ამ საზეიმო დღეს, მინდა თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ გავიხსენო ის პოლიციელები, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ, თავი გასწირეს და ქართული სახელმწიფო წინაშე ვალმოხილები წავიდნენ ჩვენგან. პატივს მივაგებთ მათ ნათელ ხსოვნას“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე შეფასებით, დღეს საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს შესაფერისი პოლიცია ჰყავს. „მეგობრებო, დღეს ჩვენ გვყავს თანამედროვე სახემწიფოს შესაფერისი პოლიცია, რომელსაც ენდობა და რომლის იმედიც აქვს საზოგადოებას. ამ მხრივ მოწინავე პოზიციებზე ვართ რეგიონში და არა მხოლოდ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სამინისტრო, ჩვენი პოლიციელები ყველაფერს აკეთებენ, რათა ქვეყანაში მაქსიმალურად შემცირდეს დანაშაული. ჩვენ დაუნდობელი ბრძოლა გამოვუცხადეთ ორგანიზებული დანაშაულს და ვახორციელებთ ღონისძიებებს დანაშაულის პრევენციისათვის. ვისურვებ, რომ ჩვენი ყოველი დღე კიდევ უფრო წინგადადგმული ნაბიჯი იყოს, რომ მივუახლოვდეთ პოლიციის იმ სტანდარტს, რომელსაც ევროპული სტანდარტი ჰქვია. ეს არ გულისხმობს მხოლოდ პოლიციის პროფესიონალიზმს, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების, თითოეული მოქალაქის დამოკიდებულება, ნდობისა და პატივისცემის გაზრდა, მაქსიმალური დაცულობის შეგრძნების გაჩენა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო, ჩვენი სამართალდამცველები, უზრუნველყოფენ წესრგის ქვეყანაში, რომ დამნაშავე აუცილებლად დაისჯება, დანაშაული არ დარჩება რეაგირების გარეშე და ვერავინ ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას. მაგრამ, უნდა იყოს რწმენა, რომ დანაშაულთან ბრძოლა არავითარ შემთხვევაში არ მოხდება ადამიანის უფლებების შელახვის ხარჯზე. ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს ცხოვრების წესი, რომელიც ჩვენი საზოგადოების ცხოვრების წესად უნდა ვაქციოთ. ამ კონტექსტში არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო საერთაშორისო თანამეგობრობას, მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებიც გვეხმარებიან ქართული პოლიციის სრულყოფაში და აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს სამართალდაცვის სფეროს რეფორმირებაში. მინდა მადლობა ვუთხრა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელმაც წარმატებით გაართვა თავი დიდ სამუშაოს - ეს არის ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოდანაშაულთან, ეს არის საზღვრის ინტეგრირებული მართვა, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, რამაც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის სრულად განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა. ძვირფასო პოლიციელებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს. მე როგორც პრემიერ-მინისტრი, ყოველთვის ვიქნები თქვენი ინტერესების დამცველი. ყველას გისურვებთ მშვიდობას, წინასვლასა და წარმატებებს თქვენს ურთულეს საქმეში. გისურვებთ ღირსეულად გეტარებინოთ ქართველი პოლიციელის საპატიო სახელი და გაგემართლებინოთ ჩვენის სახელმწფიოს, ჩვენი ხალხის ნდობა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ერდოღანის რეჟიმმა თურქული კინოს ვარსკვლევები, მომღერლები და ოპოზიციონერების შვილებიც დააკავა
უკრაინის 19 მოქალაქე შველას ითხოვს, ისინი დარიალის გამშვებ პუნქტში გაუსაძლის მდგომარეობაში არიან
საქართველოში კრიპტოვალუტის გათეთრების საერთაშორისო საქმეზე ამერიკელმა, პოლონელმა და ქართველმა სამართალდამცველებმა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩაატარეს
საწვავის ფასების ზრდა, საქართველოში, ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რჩება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)