|
2015-02-26 16:14:06, 948 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ ხაბაძე ინდოეთის ელჩს დოქტორ სურეშ ბაბუს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ინდოეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოსა და სომხეთში დოქტორ სურეშ ბაბუს შეხვდა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი უმსხვილესი ინდური კომპანია „TATA-GRUP“ -ის მიერ აჭარაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში ჩდებულ ინვესტიციებს, ასევე ბიზნეს-გარემოს, რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ და კულტურულ ვითარებასაც შეეხო. ინდოეთის ელჩის დოქტორ სურეშ ბაბუს განცხადებით, უახლოეს მომავალში შესაძლებელია მისი ძალისხმევით, აჭარაში ინდური ჩაის მრეწველობის მსხვილი მეწარმეების დელეგაცია ჩამოვიდეს და ამ დარგის განვითარების პერსპექტივები განიხილონ. ცნობისთვის, სურეშ ბაბუ დიპლომატიურ საქმიანობას 1988 წლიდან ეწევა. პროფესიით ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ინდოეთის ელჩის თანამდებობაზე სომხეთში (რეზიდენცია ქ. ერევანი) 2013 წლის თებერვალში დაინიშნა. მანამდე კი მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე ქ. დელიში (ინდოეთი) და იკავებდა დიპლომატიურ თანამდებობებს ინდოეთის მისიებში ოდესაში, მოსკოვსა და მინსკში. მსახურობდა როგორც რეგიონული პასპორტის ოფიცერი ჩანდიგარჰში (ინდოეთი).
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)