15:31 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-01 17:22:34, 741 ნახვა

პოლიტიკა
მაჭავარიანი: კორცხელის ინციდენტში მონაწილეების დასჯას კალაძის ჯგუფი ეწინააღმდეგებოდა და გაიმარჯვა კიდეც

 „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ მაჭავარიანის მტკიცებით, კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებს კახა კალაძე მფარველობს.

ამის შესახებ დეპუტატმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ორ ჯგუფს შორის აზრთა სხვადასხვაობ იყო იმაზე დაესაჯათა თუ არა კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირები. კვირიკაშვილი დასჯის მომხრე იყო, კალაძე კი ეწინააღმდეგებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნების შედეგებზე პასუხისმეგბლობას არ იღებდა. ამიტომ კალაძის პოზიციამ გაიმარჯვა.

„ეს ხელისუფლება და პირადად გიორგი კვირიკაშვილი დამნაშავეებს მფარველობს. გაიხსენეთ შემთხვევა, როდესაც ასეთი ტიპის ძალადობაზე (კორცხელის ინციდენტი) რეაგირება არ მომხდარა თუნდაც ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ან სხვა ხელისუფლების დროს. ერთი ასეთი ფაქტი მაინც გაიხსენეთ.

ყველამ ნახა ეს მოძალადეები, მათ მე მოჭიდავეებს ვერ ვუწოდებ. ეს, რომ კალაძის დავალება იყო ეს ჩემი ფანტაზიის შედეგი არ ყოფილა. თვითონ კალაძემ თქვა, რომ ეს ხალხი „ოცნების“ აქტივისტები არიან და ჩვენ ვუზრუნველყავით, რომ ისინი იქ ჩასულიყვნენ.

იქ, რომ ყოფილიყვნენ ვოლსკი, ბესელია კობახიძე ეს არ იქნებოდა დანაშაული, მაგრამ ისინი სხვა ნიშნით შეარჩიეს, კუნთმაგარი ბიჭები ვინც იყვნენ ისინი შეარჩიეს. კვირიკაშვილთან დაახლოებული წყაროებიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ „ოცნების“ ერთი ჯგუფი, მათ შორის კვირიკაშვილი ითხოვდა ამ ადამიანების დასჯას.

მაგრამ მეორე ჯგუფი კალაძის ხელმძღვანელობით წინააღმდეგ წავიდა და თქვეს, რომ თუ ეს მოხდება, მაშინ ისინი არჩევნების შედეგებზე პასუხს არ აგებდნენ. მათი პოზიციაა, რომ თუ ამ ხალხს დასჯიან, მაშინ „ქართული ოცნება“ არჩევნებს წააგებს. ივანიშვილმა თქვა მე არ ჩავერევი თქვენ თვითონ გაარკვიეთო. მერე ეს სცენარი მოიფიქრეს“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ მიხეილ მაჭავარიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ერდოღანის რეჟიმმა თურქული კინოს ვარსკვლევები, მომღერლები და ოპოზიციონერების შვილებიც დააკავა
უკრაინის 19 მოქალაქე შველას ითხოვს, ისინი დარიალის გამშვებ პუნქტში გაუსაძლის მდგომარეობაში არიან
საქართველოში კრიპტოვალუტის გათეთრების საერთაშორისო საქმეზე ამერიკელმა, პოლონელმა და ქართველმა სამართალდამცველებმა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩაატარეს
საწვავის ფასების ზრდა, საქართველოში, ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რჩება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics