|
2015-02-26 11:58:33, 902 ნახვა
პოლიტიკა
კენეტ იალოვიცი: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების უკრაინაში ოფიციალურ ამპლუაში გამოჩენამ, შესაძლოა სხვებს პრობლემა შეუქმნას
„ნაციონალური წევრების“ უკრაინაში ოფიციალურ ამპლუაში გამოჩენამ, შესაძლოა არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ სხვა გარე სამყაროსათვის პრობლემები შექმნას“,-ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ ქართულ ბიუროსთან საუბარში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა კენეტ იალოვიცმა განაცხადა. იალოვიცის თქმით, კიევმა თავისი საქმე თვითონ უნდა აკეთოს. „უკრაინა ცდილობს რეფორმის პროცესის განმავლობაში დასავლეთში ნდობა მოიპოვოს, აქედან გამომდინარე მე პრობლემები არ მექმნებოდა. ეს ადამიანები მრჩევლებად, რომ მიეწვიათ. „ნაციონალური წევრების“ უკრაინაში ოფიციალურ ამპლუაში გამოჩენამ შეიძლება არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ გარე სამყაროსათვის პრობლემები შექმნას. ჩემი აზრით, კიევს არ სჭირდება საქართველოს შიდა პოლიტიკის უკრაინაში შეტანა. მათ საკუთარი საქმე თვითონ უნდა გააკეთონ. გარედან მიღებულ დახმარებას მხოლოდ მრჩევლების ფორმა უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა კენეტ იალოვიცმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)