|
2016-05-27 18:51:22, 861 ნახვა
სამართალი
წულუკიანი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა რუსეთმა ჯაბელიას ოჯახს თანხა რაც შეიძლება მალე გადაუხადოს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მანანა ჯაბელიას საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, რუსეთს ჯაბელიას ოჯახისთვის 70 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა. წულუკიანის თქმით, დიპლომატიურ დონეზე ყველაფერს გააკეთებენ, რათა რუსეთმა აღნიშნული თანხა რაც შეიძლება მალე გადაიხადოს: „ჯაბელიას საქმეზე საქართველოს მთავრობა ჩართული იყო მესამე მხარედ. მოპასუხე გახლდათ რუსეთი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ხელი შევუწყეთ სტრასბურგის სასამართლოს, რომ დამტკიცებულიყო ჩვენი გარდაცვლილი მოქალაქის უფლებების დარღვევის ფაქტი. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არის არა მხოლოდ ამ ოჯახის დაცვის, არამედ მთლიანად ჩვენი სახელწმიფოს და საზოგადოებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ უკვე დიპლომატიურ დონეზე, რომ რუსეთმა ეს თანხა რაც შეიძლება მალე გადაიხადოს. თუმცა, ეს საქმე არის მომდევნო საქმე, იმ დიდი გამარჯვებისა, რომელიც ჩვენ უკვე ერთად ვიზეიმეთ, როდესაც სახელმწიფოთა შორის ნომერ პირველ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს ნათქვამი ჰქონდა, რომ მასიური გამოძევება, დეპორტაცია ჩვენი მოქალაქეების იყო დარღვევა და ამ პრეცედენტის საფუძველზე უკვე ჯაბელიას და სხვების ინდივიდუალურ საჩივრებზე გადაწყვეტილებების მიღება იქნება სტრასბურგის სასამართლოში უფრო ადვილი, რაც სასიხარულოა. ის შეხვედრა, რაც მოვითხოვეთ სტრასბურგის სასამართლოს შუამდგომლობით სტრასბურგის სასამართლოს შენობაზე ვერ შედგა, რადგან სტრასბურგის სასამართლომ არჩია, რომ მისი შუამავლობით, წერილობით გაგვეცვალა პოზიციები და პირისპირ შეხვედრაზე შუამავლის პოზიცია არ იკისრა. ამიტომ, ჩვენ გავცვალეთ წერილობით სტარასბურგის სასამართლოს მეშვეობით და გავლით პოზიციები, დავასაბუთეთ, თუ რატომ ვითხოვთ კომპენსაციას დარღვევებიდან გამომდინარე და სტრასბურგის გადაწყვეტილებას ველოდებით“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა 70 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს 2006 წელს, საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციისას გარდაცვლილი მანანა ჯაბელიას ოჯახს. მანანა ჯაბელია რუსეთის ერთ-ერთ იზოლატორში გულის შეტევით გარდაიცვალა.
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)