|
2016-05-27 12:08:59, 657 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: სიტყვა დიასპორა შეიძლება, შეიცავდეს ტკივილსაც, სევდასაც, მაგრამ დიდი სულიერი ძალის მატარებელიცაა
სიტყვა დიასპორა ერთის მხრივ შეიძლება, შეიცავდეს ტკივილსაც, სევდასაც, მაგრამ ამავე დროს დიდი პოტენციის და სულიერი ძალის მატარებელია, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე დიასპორის წარმომადგენლებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თბილისში მიმდინარე დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მარგველაშვილის თქმით, არა ერთი უმნიშვნელოვანესი პიროვნება, რომელიც ქმნიდა ქვეყნის თვითმყოფადობას საქართველოს გარეთ, დიასპორის წარმომადგენელი იყო. „ჩვენ ვიცით, რომ შოთა მოღვაწეობდა იერუსალიმში, დავით გურამიშვილი ცხოვრობდა უკრაინაში. სულხან-საბას მიერ შექმნილ ძირითად ნაწარმოებს თუ შევხდევათ, ის ელჩი იყო, ათეულობით წელს ატარებდა საქართველოს გარეთ. ისინი არა მარტო ინარჩუნებდნენ ქართველობასა და თვითმყოფადობას, არამედ ქმნიდნენ კიდევაც ამ თვითმყოფადობას. ჩვენ გვჯერა, რომ იმ ადამიანებს შორის, ვინც დღეს საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწეობს, არიან ისეთები, რომლებიც ქართულ თვითმყოფადობას შექმნიან“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ის მუშაობა, რასაც ახორციელებს დიასპორის სამინისტრო. „მხარდაჭერა მინდა გამოვუხატო იმ მოქალაქებს, რომლებსაც ყველა დედაქალაქში ვხვდები ხოლმე. ნაწილობრივ ვიცი ის სირთულეები, რაც დგას დიასპორის წინაშე. ნაწილობრივ მაქვს ამ სირთულეების მოგვარების შესაძლებლობა და მინდა, გითხრათ, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეებს, მიგულეთ თქვენს თანამებრძოლად ქვეყნის განვითარების საქმეში“, - განაცხადა მარგველაშვილმა. ცნობისთვის, ფორუმს ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მთავრობის წევრები.
ტრამპმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი სუზი უაილსი თანამდებობიდან გაათავისუფლა
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)