|
2016-05-27 10:01:55, 602 ნახვა
პოლიტიკა
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა 27 მაისს გამოქვეყნდება
ვენეციის კომისია ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნას დაჩქარებული წესით მიიღებს და კომისიის პოზიცია 27 მაისს გამოქვეყნდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ განაცხადა. უშიშროების საბჭოს ინფორმაციით, ვენეციის კომისიის ხელმძღვანელებთან კონსულტაციებზე პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ცვლილებების პაკეტი განიხილეს. ქართულმა მხარემ კომისიის წარმომადგენლებს ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია გააცნო. როგორც შეხვედრაზე გაირკვა, ვენეციის კომისია ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნას დაჩქარებული წესით მიიღებს და კომისიის პოზიცია დღეს გამოქვეყნდება. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე სტრასბურგში, ვენეციის კომისიის მდივანს თომას მარკერტსა და საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიმართულების ხელმძღვანელს რუდოლფ დურს შეხვდა. შეხვედრას ასევე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი ესწრებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)