09:44 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-26 22:10:15, 591 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთი გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე პასუხისმგებლობას აფხაზეთს აკისრებს

რუსეთი გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე პასუხისმგებლობას აფხაზურ მხარეს აკისრებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა. 

როგორც რუსული მედია იუწყება, სერგეი ლავროვის უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, ინციდენტი იმ ზონაში მოხდა, რომელზეც პასუხისმგებლობა აფხაზურ მხარეს ეკისრება. მისივე თქმით, მომხდართან რუს მესაზღვრეებს ირიბი შეხებაც არ ჰქონიათ.

„აფხაზეთის საზღვარზე საქართველოს მოქალაქის, გიგლა ოთხოზორიას მკვლელობასთან რუსეთს კავშირი არ აქვს. რამდენადაც ჩვენ ვიცით, კონფლიქტი აფხაზი მესაზღვრეების პასუხისმგებლობის ზონაში წარმოიქმნა და რუსულ მხარეს მასთან ირიბი შეხებაც არ ჰქონია“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

ზახაროვას განცხადებით, საქართველო და რუსეთი დიპლომატიური ურთიერთობის არქონას განიცდიან.

„საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობაში არსებობდა სხვადასხვა ეტაპები როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური. იყო მჭიდრო კონტაქტების წლებიც, მაგრამ სამწუხაროდ, გადაუწყვეტელი პრობლემების გამო საქართველო და რუსეთი განიცდის დიპლომატიური ურთიერთობების არქონას. ამის მიუხედავად, ადამიანებს შორის კონტაქტები არასოდეს შეწყვეტილა“, - განაცხადა ზახაროვამ.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი სუზი უაილსი თანამდებობიდან გაათავისუფლა
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics