|
2015-02-25 20:01:57, 831 ნახვა
პოლიტიკა
შს მინისტრი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ტომაშ პერნიცკის, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რუდოლფ მიხალკას, უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ შანდორ საბოს და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩ ალექსანდრა ჰოლ ჰოლის შეხვდა. შსს-ს ინფორამციით, მხარეებმა საქართველოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის, სამართალდაცვით სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილეს. მინისტრი ელჩებს ესაუბრა შსს–ში გატარებული და დაგეგმილი რეფორმების შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ, საპოლიციო სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, ურთიერთსასარგებლო და შედეგებზე ორიენტირებული გახდება. შეხვედრებისას, თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე საუბრისას, მინისტრმა ხაზი გაუსვა პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას ევროინტეგრაციის, კერძოდ კი ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)