|
2016-05-26 16:03:34, 620 ნახვა
პოლიტიკა
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ხვალ გაიმართება
საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხურჩაში მომხდარი მკველობაში დამნაშავე იყოს დასჯილი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, ხვალ იგეგმება გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის გამართვა და ყველა საკითხი იქ დაისმევა. „ველოდებით შესაბამის რეაგირებას უკვე ამ მექანიზმის ფარგლებში. საქართველოს მთავრობას, ყველა შესაბამის სტრუქტურას არცერთი წუთით არ დაუგვიანია შესაბამისი ქმედება და ნაბიჯი. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა ეს პროცესი და ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ ავამოქმედეთ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, შევძლებთ, რომ დამნაშავე იყოს დასჯილი და შესაბამისად, კანონის მიხედვით აგოს პასუხი იმ საშინელი დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინა”, - განაცხადა ჯანელიძემ. შეგახსენებთ, ფორმატის აღდგენის საკითხი დღის წესრიგში ხურჩაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დადგა, რა დროსაც საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია ე.წ. მოსაზღვრეებმა მოკლეს. ფორმატის აღდგენის შესახებ განცხადება სამი დღის წინ აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმაც გააკეთა. ამაზე ისაუბრა ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ალექსანდრა ჰოლ-ჰოლიმაც. მისი აღდგენის აუცილებლობაზე „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განცხადება პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძემაც გააკეთა. დეპუტატს ასევე მიაჩნია, რომ ე.წ. საზღვრებთან ქართული ბლოკპოსტებიც უნდა აღდგეს, მან ამ ინიციატივით შესაბამის უწყებებს მიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)