|
2016-05-26 12:58:44, 560 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთის სენატის მარშალს უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს პოლონეთის სენატის მარშალს სტანისლავ კარჩევსკის შეხვდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, პოლონეთის სენატის მარშალმა გიორგი მარგველაშვილს პირადად გადასცა პოლონეთის პრეზიდენტის ანდრეი დუდას მილოცვის წერილი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობა და ყურადღება მისი გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილეს. საქართველოში არსებული სიტუაცია, ხურჩაში ბოლო დროს მომხდარი ტრაგიკული ინციდენტი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები და ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო- ის ძირითადი თემებია, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტმა და მარშალმა ისაუბრეს. საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები სამართლიან გარემოში საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდება. სტანისლავ კარჩევსკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. საუბარი ნატო-ს ვარშავის სამიტსაც შეეხო, რომელიც წელს ივლისის თვეში პოლონეთის დედაქალაქში ჩატარდება. სენატის მარშალმა აღნიშნა, რომ პოლონეთი, როგორც სამიტის მასპინძელი ქვეყანა, მოუთმენლად ელის საქართველოს დელეგაციის სტუმრობას. შეხვედრის დასასრულს, გიორგი მარგველაშვილმა პოლონურ მხარეს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის. საქართველოს მხრიდან შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ.
ტრამპმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი სუზი უაილსი თანამდებობიდან გაათავისუფლა
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)