14:43 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 20:06:07, 932 ნახვა

სამართალი
გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს შეხვდა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო პარლამენტის მიერ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებს.
  
როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, პარლამენტის მიერ კანონის მიღების პროცესი ბევრ კითხვას ბადებს, რადგან პროცესი წარიმართა როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე ვენეციის კომისიასთან კონსულტაციის გარეშე.  

პრეზიდენტმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ მან მიმართა ვენეციის კომისიას კანონპროექტთან დაკავშირებით და ასევე, რამდენიმე კონსულტაცია გამართა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. 

გიორგი მარგველაშვილი შეხვედრისას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოსაზრებით დაინტერესდა -  რამდენად შეესაბამება კანონპროექტი ევროპულ სტანდარტებს. 
გიორგი პაპუაშვილი მიესალმება პრეზიდენტის ინიციატივას კანონპროექტის შესახებ კონსულტაციების გამართვასთან დაკავშირებით. 

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, კარგი იქნებოდა, რომ კანონის მიღებამდე კონსულტაციები პარლამენტის მხრიდან გამართულიყო. 

გიორგი პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ინიციატივის გამოჩენისთვის და იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკური ძალები და ინსტიტუტები გულისყურით მოეკიდებიან "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics