|
2016-05-25 19:01:05, 725 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრი სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე შეხვდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში კრისტიან ვიგენინს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განლაგებული ე.წ. „მესაზღვრეების" მიერ ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე. საუბარი აგრეთვე შეეხო მიმდინარე წლის 1-5 ივლისის, თბილისში დაგეგმილ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე, საიუბილეო სესიის გამართვას. აღინიშნა, რომ ქართული მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მსგავსი მასშტაბის ღონისძიების მასპინძლობას და გამოხატავს მზადყოფნას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აღმოუჩინოს დახმარება საპარლამენტო ასამბლეას, ყოველწლიური სესიის მაღალ დონეზე გამართვის მიზნით. შეხვედრაზე ყურადღება ასევე დაეთმო მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, არჩევნები მაქსიმალურად ღიად, დემოკრატიულად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს. მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა არჩევნებზე მონიტორინგის პროცესში საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ჩართულობის მნიშვნელობას.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)