|
2016-05-25 18:09:11, 596 ნახვა
პოლიტიკა
ეკა გიგაური: გოგი თოფაძის განცხადება არც სამართლებრივადაა გამართლებული და არც ადამიანურად
გოგი თოფაძის მიერ გაკეთებული განცხადება არც სამართლებრივად, არც ადამიანურად, და არც მორალურად გამართლებული არ არის, - ასე გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თავმჯდომარე ეკა გიგაური ხურჩაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმარვლესობის წევრ გოგი თოფაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მოქალაქეები იყვნენ დაცული. „ეს განცხადება იყო ძალიან მძიმე, ამ განცხადების გამართლება არც სამართლებრივად, არც ადამიანურად და არც მორალურად არ შეიძლება. ჩვენ დღეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ დაცული, ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს და ყოველდღიურად შეიძლება გახდნენ ოკუპანტების მსხვერპლნი. შესაბამისად, სახელმწიფო აპარატი მთლიანად მოქალაქეების დაცვისკენ უნდა იყოს მიმართული. ასეთი ტიპის განცხადება არც მორალურად, არც ადამიანურად გამართლებული არ არის“, - განაცხადა ეკა გიგაურმა. ცნობისთვის, გუშინ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან მომხდარ მკვლელობაზე საუბრისას ”მრეწველების” ლიდერმა გოგი თოფაძემ PALITRANEWS-ის გადაცემაში ”360 გრადუსი” სტუმრობისას შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა. „მოხდა ფაქტი ძალიან სამწუხაროა, იმ ოჯახს ალბათ პატივი უნდა ვცეთ, რაღაც გავაკეთოთ. ერთი კაცი მოკვდა, კი, ქართველია, ძალიან საწყენია, მაგრამ ამ დონეზე ატანა, აყვანა არ მგონია დღეს საჭირო იყოს“, - განაცხადა თოფაძემ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)