|
2015-02-25 17:12:21, 566 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ნოდარ ხადურსა და გიორგი კვირიკაშვილს ხვდება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ხვდება. როგორც ნოდარ ხადურმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. "ჩვენ მივაწვდით პრეზიდენტს ინფორმაციას ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.ასევე იმ ღონისძიებებს, რომელსაც ერთის მხრივ საქართველოს ეროვნუკლი ბანკი ახორციელებს და მეორეს მხრივ, საქართველოს მთავრობა.ამ შემთხვევაში ფინანსთა სამინისტრო. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვმუშაობთ და არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ბიუჯეტის ზეგავლენა ლარზე იყო ნოლთან ძალიან ახლოს თუ მთლად ნოლი არა.შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ამ პოლიტიკას და მუდმივად გვექნება კომუნიკაცია საქართველოს ეროვნულ ბანკთან იმასთან დაკავშირებით, რომ პროცესი, რომელიც დღეს დაიწყო, და დღეს თქვენ იცით, რომ ლარის კურსის გამყარება შეიმჩნევა, გაგრძელდეს და ლარმა მიაღწიოს ახალ ნიშნულს, რომელიც გაცილებით უფრო დაბალი იქნება, ვიდრე გუშინ, ან დღეს იყო კურსი",-განაცხადა ნოდარ ხადურმა. შეხვედრას, რომელიც გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით იმართება, პრეზიდენტის მრჩეველი, ადმინისტრაციის უფროსი და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ესწრებიან.
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)