09:30 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 14:59:38, 614 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა არარეზიდენტი ელჩები მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს, არარეზიდენტი ელჩები მიიღო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილს რწმუნებათა სიგელები 6 ქვეყნის დიპლომატმა გადასცა: ჰონდურასის რესპუბლიკის დანიშნულმა ელჩმა რამონ კუსტოდიო ესპინოსამ (რეზიდენციით ბერლინი), ბენინის რესპუბლიკის დანიშნულმა ელჩმა ანისეტ გაბრიელ კოჩოფამ (რეზიდენციით მოსკოვი), არაბთა გაერთიანებული საამიროების დანიშნულმა ელჩმა იასიმ მოჰამად მუბარაკ აბდულა ალ ქასიმმა (რეზიდენციით ერევანი), ტაჯიკეთის რესპუბლიკის დანიშნულმა ელჩმა ზოჰირ საიდოვმა, (რეზიდენციით ბაქო), ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის დანიშნულმა ელჩმა დოან თი სუან ჰიენმა  (რეზიდენციით ასტანა), მოლდოვის რესპუბლიკის დანიშნულმა ელჩმა გიორი ლეუკამ, (რეზიდენციით ბაქო).

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა არარეზიდენტ ელჩებს არაფორმალურ გარემოში  უმასპინძლა. გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატებს შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics