|
2016-05-25 14:27:10, 549 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ესტონეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს ჰანნეს ჰანსოს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, ესტონელი მინისტრი საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-10 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ეწვია. შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი არსებობს და ნაყოფიერია თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, ასევე აქტიურია ურთიერთობები თავდაცვის სამინისტროებს შორის. ჰანნეს ჰანსომ, თავის მხრივ, ასევე დაადასტურა, რომ ესტონეთი საქართველოსთან თავდაცვის სფეროში ურთიერთობების განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და დახმარებას უწევს ქართულ მხარეს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის კიბერ-უსაფრთხოების განვითარების კუთხით, სადაც ესტონეთი ერთ-ერთ წამყვან ქვეყანას წარმოადგენს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების ვითარებას და ნატო-ს ვარშავის სამიტზე საქართველოსა და ესტონეთის მოლოდინებს. ჰანნეს ჰანსომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ესტონეთი კვლავაც საქართველოს მტკიცე მხარდამჭერად რჩება და შემდგომი დახმარება აღუთქვა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მიხეილ ჯანელიძემ ჰანნეს ჰანსოს ასევე გააცნო ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობა და იმედი გამოთქვა, რომ უვიზო მიმოსვლის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული. შეხვედრაზე, აგრეთვე, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ ვითარებას, გამოწვევებსა და საფრთხეებს.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)