|
2016-05-24 23:04:20, 585 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ ხაბაძე უჩა ნანუაშვილს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის და აჭარის მთავრობის აპარატის წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონის ძირითადი გამოწვევები, კერძოდ, ე.წ „მუყაოს ქალაქში "თვითნებურად შესახლებულთა საკითხი, ეკომიგრანტთა დახმარებისათვის არსებული რესურსები და პროგრამები, ასევე ბულვარის თემასთან, მუსლიმთა მოთხოვნებთან და ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები. „ჩვენ საკმაოდ დეტალურად ვისაუბრეთ ყველა იმ თემაზე, რომელიც ჩვენი გადმოსახედიდან იყო მნიშვნელოვანი და მივიღეთ საჭირო დეტალური ინფორმაცია. ასევე შევეხეთ იმ რამდენიმე საქმეს, რომელიც ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში მომხდარ არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან იყო დაკავშირებული" - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა შეხვედრის შემდეგ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ პრობლემათა გადაჭრის გზებზე, ასევე მთავრობის მიერ ამ მიმართულებით უკვე განხორციელებულ ღონისძიებებზე. „შეხვედრა იყო ძალიან კონსტრუქციული და პროდუქტიული, დაახლოების სამი საათი გაგრძელდა, სახალხო დამცველს მივაწოდეთ ინფორმაცია ყველა იმ საკითხის ირგვლივ, რომელიც მათ აინტერესებდათ, არის რიგი საკითხები სადაც წარმატებები გვაქვს, არის ასევე საკითხები რომელთა გამოსასწორებლად უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო" - განაცხადა არჩილ ხაბაძემ. მან ასევე ისაუბრა იპოთეკარების საკითხში დადებით ძვრებზე. როგორც არჩილ ხაბაძემ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, „პირველ ეტაპზე ჯერ კიდევ შარშან, დახმარება გაეწია 30-მდე იპოთეკარს, მომავალ კვირაში კიდევ რამდენიმე იპოთეკარს მიეცემა რეფინანსირების საშუალება". მთავრობის თავმჯდომარე სახალხო დამცველს ესაუბრა ასევე იმ პროექტის შესახებ, რომელიც დაეხმარება ე.წ მუყაოს ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს. პროექტი ითვალისწინებს „სამანერვო სახლის" აშენებას მხოლოდ იმ კატეგორიისთვის, რომელიც ეკომიგრანტთა დახმარების კრიტერიუმებში არ შედის, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას საჭიროებს. რაც შეეხება ეკომიგრანტებს, არჩილ ხაბაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ დასახმარებლად აჭარის მთავრობას სპეციალური პროგრამები აქვს განხორციელებული და ეს დადებითი პროცესი იგივე ტემპით გრძელდება.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)