|
2016-05-24 18:18:48, 635 ნახვა
პოლიტიკა
უნგრეთში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავის აღსანიშნავი მიღება გაიმართა
უნგრეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ბუდაპეშტში მდებარე სასტუმრო "Corinthia"-ს სამეჯლისო დარბაზში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავის აღსანიშნავი ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის კონცერტი. საქართველოს ელჩმა ისაუბრა საქართველოს სტრატეგიულ მიზნებზე და მიღწევებზე, ხაზი გაუსვა უნგრეთის სახელმწიფოს მხარდაჭერას როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ასევე ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ აღნიშნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების დინამიკა და მომავალში ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა. მიღების ფარგლებში ქართველმა პიანისტმა, იუნესკოს მშვიდობის არტისტმა ელისო ბოლქვაძემ შეასრულა შოპენის, დებიუსისა და პროკოფიევის ნაწარმოებები. უნგრული ვოკალური ანსამბლის „Ars Nova Sacra"-ს შესრულებით აჟღერდა საქართველოსა და უნგრეთის ეროვნული ჰიმნები. მიღებას ესწრებოდნენ უნგრელი პოლიტიკოსები, დიპლომატიური კორპუსის, კულტურის, ხელოვნებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, უნგრეთის უმაღლესი სასწავლებლების ქართველი სტუდენტები, უნგრეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა დაეგემოვნებინა ქართული ღვინო და ქართული კერძები.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)